მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პლენარულ სხდომას პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათს გამართავს.
ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეძემ გააკეთა. მისი თქმით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულმა უქმეებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. წითელი პარასკევი უქმე დღე იქნება, რის გამოც, ამ დღეს პლენარული სხდომა არ გაიმართება და დეპუტატები ხუთშაბათს იმუშავებენ.
12 აპრილს, დღის მეორე ნახევრაში დეპუტატები სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტი 650-გვერდიანია და მასში თითქმის ყველა სფეროში არსებულ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.

















