დეპუტატები დღეს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელიც 2012 წლის 1 მაისიდან საკანონმდებლო ორგანოს სხდომების ქუთაისში ჩატარებას ეხება.
ამ ცვლილებებს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, შემდეგ იგი პლენარულ სხდომაზე გავა.
ახალი კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.
პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება.
აღნიშნული ცვლილებების ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.

















