სხეულის მოყინვით თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრში გუშინ გადაყვანილი 66 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, პაციენტს ქუჩაში მუშაობისას ტერფი მოეყინა.
ამჟამად რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრში სხეულის მოყინვის გამო ხუთი პაციენტი მკურნალობს, აქედან რამდენიმე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

















