მიუხედავად უიმედო სიტუაციისა, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად არ დაიხიეს უკან და დაამტკიცეს, რომ საქართველოში თავისუფლების იდეა
ყველაზე უფრო მძლავრი იდეაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ეზოში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლების იდეა უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი ტანკი, ქვემეხი ან ავტომატი.
როგორც მან განაცხადა, ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი, როდესაც თავისუფლების იდეა, თითქოს, განწირული იყო, ყოველთვის ჩნდებოდნენ ქართველები რომლებიც ამაყად აფრიალებდნენ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დროშას.
"80-იანი წლების ბოლოს თაობები იყვნენ გაზრდილი კონფორმიზმსა და მონობაში. 1989 წლის აპრილში, როცა ჯარი შემოვიდა მათდამი მთავარი რჩევა იყო წინააღმდეგობა არ გაეწიათ, სახლებში ყოფილიყვნენ და ძველებურად გაეგრძელებინათ ცხოვრება. თუმცა, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად უკან არ დაიხიეს"- განაცხადა პრეზიდენტმა.

















