"ეროვნულ-დემოკრატიულმა" პარტიამ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს სიმბოლური აქცია მოაწყო.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, 9 აპრილის მემორიალთან მათ 21 სანთელი დაანთეს და დაღუპული გმირების მემორიალი ტიტებით შეამკეს.
"9 აპრილი არის საბჭოთა იმპერიაზე ქართველი ერის გამარჯვების დღე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება აქ დაღუპული ადამიანების სისხლის ფასად დაგვიჯდა, თუკი ქართველ ერში კოლექტიური მეხსიერება იარსებებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არ დაემუქრება. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს რის ფასად და როგორი ბრძოლით გახდა ქვეყანა დამოუკიდებელი, რომელშიც უკეთესი მომავლისთვის მათ უნდა განაგრძონ ცხოვრება" – განაცხადა ედპ–ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს პოლიტიკოსებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

















