საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა ანგაჟირებული ფორმით მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება სასტუმრო "ვერე პალასში" გეოპოლიტიკური
საფრთხეების თემაზე გამართულ მრგვალ მაგიდაზე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ გააკეთა.
კუკავას განმარტებით, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, ამერიკული გრანტებით დაფინანსებული სხვადასხვა სტრუქტურები საკითხის მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოჩენას ცდილობენ.
"ვფიქრობ, კარგი ინიციატივაა ევრაზიის ინსტიტუტის მხრიდან, რომ რეალურად, ქართული ინტერესების კონტექსტში მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განხილვა"- განაცხადა კახა კუკავამ.
"ვერე პალასში" მიმდინარე შეხვედრას ექსპერტები კავკასიის საკითხებში, პოლიტიკოსები და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან.
მრგვალი მაგიდის ინიციატორი ევრაზიის ინსტიტუტია.

















