ექსპერტები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის
ურთიერთობების გამწვავებას არ გამორიცხავენ. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ისინი არ აკონკრეტებენ რა კუთხით შეიძლება წარმოიშვას დამატებითი პრობლემები.
გუშინ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლეონით თიბილოვმა გაიმარჯვა. უფლებადამცველმა კანდიდატმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა, თუმცა, არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 8 აპრილისთვის მეორე ტური დაინიშნა. ე.წ პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი იბრძოდნენ.

















