სრულიად საქართველოს "წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ" და "ჰელსინკის კავშირმა" პარლამენტის წინ საინფორმაციო მიტინგი
გამართეს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"წმინდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის წევრის ოთარ კევლიშვილის განცხადებით, 23 წელი არც ისე დიდი დროა, რომ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა დავიწყებას მიეცეს.
მისი შეფასებით, სახელისუფლებო ტელევიზიები 9 აპრილის მოვლენებს უღიმღამოდ აშუქებენ. "არადა, 9 აპრილს საქართველომ მსოფლიოს აჩვენა ქართველი ხალხის ისტორიული სწრაფვა კომუნისტური მარწუხებისაგან გათავისუფლებისკენ" - განაცხადა მან.
კევლიშვილმა საქართველოს ისტორიაში ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსაც გაუსვა ხაზი.

















