დღევანდელი პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს გაყალბების გარეშეც მოიგებს - აღნიშნული განცხადება "ეროვნულ
განმათავისუფლებელი მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა გააკეთა.
მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ოპოზიციის უმრავლესობა მხოლოდ ფულის გამოა შეკრებილი, როგორც ეს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში ხდებოდა.
ამასთან, წერეთელმა ხაზი გაუსვა ოპოზიციის რიგებში ახალგაზრდების ნაკლებობას.
მისი თქმით, "ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა" ძირითადად ახალგაზრდებისგან იყო დაკომპლექტებული.
"სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიცია ძირითადად დაკომპლექტებულია 60-წლის ზევით ასაკის პირებისგან" - აღნიშნა წერეთელმა.

















