სამართლებრივად და პოლიტიკურად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს. ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეთნოწმენდის შედეგად, მოსახლეობის სოლიდური უმრავლესობა საკუთარი სახლებიდან გამოდევნილია და მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება არა აქვს.
,,როგორც ჩანს ე.წ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული პირველი არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც რუსეთმა კატასტროფული კრახი განიცადა და საკუთარი კანდიდატის გაყვანა ვერ მოახერხა, გუშინ ცოტა უკეთესად იყო მომზადებული" - განაცხადა ბაქრაძემ.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლეონით თიბილოვმა გაიმარჯვა. უფლებადამცველმა კანდიდატმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.

















