პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით დღევანდელი დღე საქართველოს თავისუფლების და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაღებული დიდი მსხვერპლის სიმბოლოა.
მისი თქმით, ასევე, დღევანდელი დღე იმის შეხსენებაა, თუ რა ფასი დაუჯდა საქართველოს და ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
"დღევანდელი დღე არის იმის შეხსენება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება რომ თავისუფლება შევინარჩუნოთ, რომლის მოპოვებასაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დასჭირდა" - განაცხდა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალთან ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა.

















