სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების
მეორე ტურში 54,12%-ით დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლეონით თიბილოვმა გაიმარჯვა.
უფლებადამცველმა კანდიდატმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა, თუმცა, არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 8 აპრილისთვის მეორე ტური დაინიშნა. არჩევნებში გამარჯვებისთვის 2 კანდიდატი ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი იბრძოდნენ.

















