სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენების 95,64% დათვალა.
ამ მონაცემების მიხედვით, დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს. მას ელექტორატის 53,74%-მა დაუჭირა მხარი.
უფლებადამცველმა კანდიდატმა დავით სანაკოევმა კი, ხმათა 42,98% მიიღო.
ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 0.97%-მა მისცა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა, თუმცა, არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 8 აპრილისთვის მეორე ტური დაინიშნა. არჩევნებში გამარჯვებისთვის 2 კანდიდატი ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი იბრძოდნენ.

















