დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისთვის 50%-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათი მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ძაუსკოს რაიონში 69,16%-მა, ქალაქ ცხინვალში 36,54%-მა დააფიქსირა.
კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, ხმის მიცემის მსვლელობისას არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საარჩევნო უბნები“ 08.00 საათზე გაიხსნა. ე.წ არჩევნებზე გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი - დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იბრძვიან. ორივე მათგანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომიის წარმომადგენელთა განცხადებით, აჩევნები შედგა.

















