სამხერეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 30%-ს გადაჭარბა.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისის ცნობით, ეს ციფრი საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.
„12:00 საათის მონაცემებით არჩევნებზე ამომრჩეველთა 32.9%-მა ხმა უკვე მისცა. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების მეორე ტური შედგა“ - განაცხადა კომისიის მდივანმა ირინა გასიევამ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საარჩევნო უბნები“ 08.00 საათზე გაიხსნა. ე.წ არჩევნებზე გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი - დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იბრძვიან. ორივე მათგანმა საკუთარი არჩევანი უკვე დაფიქსირა.

















