ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერს ალა ჯიოევას გადაწყვეტილი აქვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს მხარი დაუჭიროს.
„2001 წელს მე ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს ზედმეტად შევუტიე. მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ“ - განაცხადა ჯიოვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მმართველისგან სერიოზული რეფორმების გატარებას ელის.
„მე ჩემს ქვეყანას სწორი არჩევანის გაკეთებასა და ღირსეული კანდიდატის არჩევას ვუსურვებ“ - განაცხადა ჯიოევამ
2011 წლის შემოდგომაზე ალა ჯიოევა, როგორც ოპოზიციონერი კანდიდატი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. გამოქვეყნებული მონაცმებით, მან გაიმარჯვა კიდეც, თუმცა, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები დარღვევების გამო გაუქმებულად გამოაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპერზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტს ჩატარდა, თუმცა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. შედეგად, დღეს მეორე ტური ტარდება. მასში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი - დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იბრძვიან.
ორივე მათგანმა საკუთარი არჩევანი უკვე დაფიქსირა.

















