სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩვევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები დარღვევებისა გარეშე მიმდინარეობს. უბნებზე მომრჩეველთა დიდ ნაკადს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
ე.წ. სამხეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი.
საკუთარი არჩევანი დავით სანაკოევმა უკვე დააფიქსირა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და გამარჯვების იმედი აქვს.

















