პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაია გალის რაიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე სამხედრო ტექნიკის ახალი კოლონას შეყვანას „კავკასია 2012 -ის“ წვრთნებს უკავშირებს.
„გალის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობა დასრულდა და ახლა მისი დაკომპლექტება ხდება. მზადდება მიდის „კავკასია 2012“-ისთვის რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი შეიარაღებული ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთის გენშტაბმა ღიად განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილია დამატებითი შეიარაღების შესვლა. ისინი შემდგომში ნებისმიერი პროვოკაციისთვის შეიძლება გამოიყენონ “ - განუცხადა „ნიუსპრესს“ პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, „კავკასია 2012“ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ითვალისწინებს, ვიდრე 2008 წელს იყო.
რუსეთი "კავკასია 2012-ის" ჩატარებას სექტემბერში გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, სწავლებაში ჩაერთვება ყველა სახის ელექტრო და კოსმოსური დაზვერვისა და კავშირის საშუალებები, უპილოტო აპარატურა და შეიარაღება.
გალის რაიონში ამ წუთებში სოხუმიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მძიმე სამხედრო ტექნიკის ახალი კოლონა შევიდა.

















