პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
“ხელისუფლების მიწასთან გასწორებად“ აფასებს.
აღნიშნული განცხადება მან დღეს „თეთრების“ დამფუძნებელი კონგრესის გახსნისას გააკეთა. შაშიაშვილის თქმით, სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა.
“რამდენად პატივმოყვარე უნდა იყო, რომ მოქალაქეობის მინიჭების დოკუმენტს ხელი არ მოაწერო და ამის გასამართლებლად ერთი კაცისთვის კონსტიტუცია შეცვალო. პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ხალხს იმედი ჩაუსახა, ოპოზიციაში კი გათითოკაცება მოხდა“ - განაცხადა შაშიაშვილმა.
მისივე აზრით,ივანიშვილმა ხალხის ნების გამოხატვა უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს უკეთესი მომავალი ვერ ექნება.
„თეთრების“ დამფუძნებელი კონგრესი დღეს გაიხსნა და 3 თვე გასტანს. კონგრესი „თეთრების“ დაარსების სამი წლისთავს ეძღვნება.

















