სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12 აპრილს განიხილება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის 3 კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის განხილვის შემდეგ, დეპუტატები გიორგი ტუღუშს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.
პარლამენტში წარმოდგენილი სახალხო დამცველის ანგარიში “2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 650 გვერდს მოიცავს.
ანგარიშში ძირითადი ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და აქციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეა გამახვილებული.

















