გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე ჯერჯერობით "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტმა "ნიუსპრესთან" საუბარში აღნიშნა, მას "ქართული ოცნებისგან" წინადადება აქვს მიღებული, თუმცა, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისად, საბოლოო პასუხი არც "ქართული ოცნებისთვის" უცნობებია.
ელისო ჩაფიძის თქმით, ის ჯერჯერობით ჟურნალისტიკაში რჩება. "ქართულ ოცნებაში" მისი შესაძლო გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

















