სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა კანონიერად მოხდა.
3 კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ამ საკითხებზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, სახალხო დამცველი ამ ფაქტს პოლიტიკურ შეფასებას ვერ მისცემს. იგი განმარტავს, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი და პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუგზავნა, რომ ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენა მომხდარიყო.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ის მექანიზმი რაც მოქალაქეობის შესაწყვეტად იყო გამოყენებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია.
„ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა. ეს იყო სახალხო დამცველის ხედვა“ – განაცხადა ტუღუშმა.
ომბუდსმენმა პარლამენტის 3 კომიტეტის სხდომაზე 2011 წლის ანგარიში წარმოადგინა.

















