ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მღვდელმონაზონი იონა 25-დღიან ტყვეობაში ნამდვილად იმყოფებოდა.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო სვანეთში თორნიკე კილანავამ, ნიუსპრესთან"" საუბრისას აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეეფერება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს გალის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელის ლაურენს კოღონიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ქართველი მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ყოფილა.
ქართველი მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთში 25 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და მის გამოსასყიდად 100 000 დოლარს ითხოვდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს მოლაპარაკება არ გაუმართავს და მამა იონა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.
გუშინ, 25- დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულ ბერ-მონაზონს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა.

















