სტეფანწმინდაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა და მის ხელმძღვანელად შალვა ელოშვილი დაინიშნა.
ოფისის გახსნის პროეცესს კოალიციის ლიდერები კახა შარტავა, სოზარ სუბარი, ზურაბ აბაშიძე და გოდერძი მარსაგიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც შარტავამ განაცხადა, ხალხი უსამართლობისგან, გაჭირვებისგან, დაბნეულობისა და სიცრუისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
„თითოეული მოქალაქე უკუღმართი ხელისუფლების ზეწოლას განიცდის. თუმცა, მოხევეებში წარმოუდგენელია ვინმეს დაშინება“ - განაცხადა სუბარმა.
კოალიციის ლიდერთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისები საქართველოს მასშტაბით ყველგან გაიხსნება.

















