არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფრონტის“ თავმჯდომარემ ჯაბა ჯიშკარიანმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა ქართული საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინონ და ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინონ.
ეს განცხადება ჯიშკარიანმა დღეს საყოველთაო სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ივანიშვილს თუ მოქალაქეობა არ მიეცემა, ქვეყანაში უარყოფითი მოვლენები განვითარდება.
„ეს არ არის მუქარა. თუ დემოკრატიისკენ სწრაფვა გვინდა ამისკენ ნაბიჯები უნდა გადადგათ და ქუჩის პროტესტისკენ არ უნდა გვიბიძგოთ. სამწუხაროდ, სხვა გზას არ გვიტოვებთ“ - მიმართა ჯაბა ჯიშკარიანმა უმრავლესობის წევრებს.
ჯიშკარიანის ამ განცხადებას კომისიის სხდომაზე მცირე ხმაური დაძაბულობა მოჰყვა, რაც მალევე განიმუხტა.

















