მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალმა "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებს ქვეყნის მოწყობის შესახებ სხავადსხვა შეხედულება აქვთ.
გუბაზ სანიკიძის თქმით, კოალიციის წევრებს თითქმის იდენტური მოსაზრებები აქვთ, მათ შორის ქვეყანაში თვითმმართველობის არსებობასთან დაკავშირებითაც.
"ეროვნული ფორუმის" ლიდერის განცხადებით, "მესამე პოლიტიკური ცენტრი" მისთვის გაუგებარი და მიუღებელია.
"სინამდვილეში დღეს ორი: სახელისუფლო და ოპოზიციური პოლუსი არსებობს. ამასთან, არსებობს ოპოზიციის დიდი გაერთიანების მოსაზრება. აქედან ერთი - იდეოლოგიური გაერთიანებაა, მეორე გაერთიანებას კი, აქვს ერთი ზე-ამოცანა: "ნაცმოძრაობის" რეჟიმის შეცვლა არჩევნების გზით", - აღნიშნა სანიკიძემ.

















