საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს შეხვდა.
შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს ვაშაძემ და ბასმა დაზუსტებული არ არის.

















