საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, "საქსტატის" ინფორმაციით, მინერალური წყლის ექსპორტმა 2011 წელს 47 000 000 აშშ დოლარი შეადგინა.
"საქსტატის" მონაცემებით, მინერალური წყლის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57.9%-ით გაიზარდა.
2011 წელს, 24 000 000 ლიტრით მეტი მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება, ღვინის ექსპორტს, "საქსტატის" მონაცემებით, 2011 წელს, 38%-ით გაიზარდა და 54 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, 2011 წელს, 5 000 000 ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
2011 წელს, ნატურალური თაფლის ექსპორტი 52.1%-ით გაიზარდა და 61 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 3.8 ტონით მეტი ნატურალური თაფლის ექსპორტი განხორციელდა და მთლიანობაში _ 8.8 ტონა შეადგინა.

















