"დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად მოითხოვს, დევნილებს ყველა წართმეული შეღავათი სასწრფოდ აღუდგეთ და
სასწრაფოდ შეწყდეს მოსახლეობის გაუფრთხილებლად ასეთი აქტების განხორციელება. აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" სათათბიროს წევრმა, მამუკა აჩბამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"გასაკვირია, რომ 22 ლარიანი დახმარების ამარა მყოფ ადამიანებს ელექტროენერგიას უთიშავენ, ათასობით ოჯახს სიცივეში ტოვებენ და მხოლოდ ამის შემდგომ ატყობინებენ, რომ შეღავთებიც მოუხსნეს", - აღნიშნა მამუკა აჩბამ.
მამუკა აჩბამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება დევნილებს უკვე წლებია, სთავაზობს კომპენსაციის გადახდის სხვადასხვა გრაფიკს, მათ უმრავლესობას კი, ეს კომპენსაცია დღემდე არ მიუღია.
მისი ინფორმაციით, შეღავათების მოხსნის გამო, დევნილების უმრავლესობა გაუსაძლისი კლიმატური პირობების წინაშე მოუმზადებელი აღმოჩნდა.

















