საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელს კარინ ჰოფმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნულ ორგანიზაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წარმოებული საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა აუცილებელია.
თავის მხრივ, კარინ ჰოფმანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია არსებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტაზე აქტიურად იმუშავებს.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

















