"ამომრჩეველთა ლიგა" 28 აპრილს დაგეგმილ მანიფესტაციაზე ხალხის მობილიზების მიზნით საინფორმაციო კამპანიასა და ხალხთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ "ნიუსპრესს"
ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენლმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.
მისი თქმით, მანიფესტაცია მშვიდობიანი იქნება და მას პროტესტის სახე არ ექნება.
"ვისთვისაც ძვირფასია არჩევანის თავისუფლება და სამართლიანობა მანიფესტაციაზე ველოდებით. კარგი იქნება, თუ ოპოზიციაც შემოგვიერთდება. შევხვდებით ხალხს და მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია არჩევანის უფლება ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი"- აღნიშნა ხაინდრავამ.
მისი თქმით, მონაწილეობის მსურველთა პარტიულობასა და პოლიტიკურ შეხედულებებს მნიშვნელობა არ აქვს.
"საქართველოს მოქალქეები და ამომრჩევლები ხომ არიან? ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ გემოვნებას, პოლიტიკურ დამოკიდებულებას და პარტიულობას" - განმარტვს ხაინდრავა.
"ამომრჩელთა ლიგის" პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მას კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობს. პრეზენტაციაზე 28 აპრილს მანიფესტაციის გამართვის ინიციატივით, ლიგის წარმომადგენელი ლევან გაჩეჩილაძე გამოვიდა.

















