უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ის
უფლება ჰქონდეს, რაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. აღნიშნული განცხადებით გაბაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით აშშ–ს ელჩის ჯონ ბასის პოზიციას გამოეხმაურა.
"უპირველესად ჩვენ ვართ დაინტერესებული, საქართველომ მომავალ არჩევნებში დემოკრატიის ტესტი ღირსეულად ჩააბაროს და როგორც ადგილობრივი არჩევნებისას, ასევე საპარლამენტო არჩევნებშიც დემოკრატიულობის კუთხით საერთაშორისო საზოგადოებისა და მოსახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახუროს" – აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ რაიმე სახის არათანაბარი მდგომარეობა იქმნება, წერტილი უნდა დაესვას.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და სწრაფად წარმართოს.

















