საპარლამენტო უმცირესობა აღარ დაიშლება, რადგან მასში კასპის-მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი გაწევრიანდა.
კობა კურდღელაშვილის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" გაწევრიანების შესახებ განცხადება დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" სხდომა ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ კობა კურდღელაშვილი ფრაქციის წევრი გახდება.
კობა კურდღელაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დღეს დატოვა.

















