თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ აკვაპარკი გაიხსნება. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკი დაესწრებიან.
აკვაპარკი - Gino Paradise Tbilisi თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა აშენებული. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობაში 27 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი აკვაპარკია.
ღონისძიების ფარგლებში Gino Paradise Tbilisi-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც არის დაგეგმილი.
აკვაპარკის გახსნის ცერემონიას ასევე, საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.