პოლიტიკური პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების
მიზნით ლობირებას გაუწევს.
როგორც გოგი თოფაძემ დღეს "Itv"-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის საქმიანობას პატივს სცემს.
მისი თქმით, მართალია ბურჯანაძეს გარკვეული შეცდომები ჰქონდა, მაგრამ თოფაძე ეცდება მის მიმართ არსებული დამოკიდებულება შეცვალოს.
"სწორედ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ლობირებას გაუწევს მას კოალიციაში გაწევრიანებაზე" - განაცხადა თოფაძემ.
ნინო ბურჯანაძესა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" შორის გაუგებრობა ცოტა ხნის წინ, "სახალხო კრების" წარმომადგენლებისა და ბიძინა ივანიშვლის შეხვედრის შემდეგ წარმოიშვა. ივანიშვილმა შეხვედრაზე ბურაჯანაძის მისამართით აღნიშნა, რომ გონიერმა ადამიანმა ისეთი პოზიცია უნდა აირჩიოს, რომ თუ საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ დააზიანოს მაინც ის. ამას ორივე მხირდან ერთმანეთის მისამართით კრიტიკული შეფასებები და განცხადებები მოჰყვა.

















