logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კახა კალაძე - ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა, ქართველი ხალხის ბრძოლას აძლიერებს
კახა კალაძე - ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა, ქართველი ხალხის ბრძოლას აძლიერებს
13:59 05.04.2012
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემა, ქართველი ხალხის ბრძოლას არსებული კვაზი რეჟიმის წინააღმდეგ უფრო აძლიერებს - აღნიშნული  განცხადებით პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ფეხბურთელი კახა კალაძე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიჭების თაობაზე სამოქალაქო რეესტრის დასკვნას გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ე.წ პოსტი სახელწოდებით - "ნაციონალური" იუსტიცია ბრმა, ყრუ და მუნჯია" გაავრცელა.
მისი თქმით, სააკაშვილის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებები ძალადობაზე, შანტაჟზე, ტერორსა და ფარსზეა დაფუძნებული და მსოფლიო თანამეგობრობა, ასევე ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა რთულია იმ ხელისუფლების პროგნოზირება, რომელიც ერთ ადამიანზე მორგებულ, აბსურდულ კანონებს გამოცემს.
"არ არსებობს ძალა რომელიც შეაჩერებს ბრძოლას თავისუფლებისადმი, დემოკრატიული პრინციპებიდან არ გადავუხვევთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა გზით მივალთ დასახულ მიზნამდე" -წერს კალაძე.
მისივე განცხადებით, შიშისა და თავის ჩაქინდვრის დრო არ არის და ხელისუფლებამ ხალხის სიძლიერე მისი ერთად დგომით უნდა დაინახოს.
"ისინი არიან ერთეულები, მათი ძალა არის ადამიანების გულგატეხილობა და ნიჰილიზმი, ჩვენი სიძლიერე კი, ერთად დგომა და მომავალი საქართველოს შენებაა. მათთვის არსებობს მხოლოდ ნაციონალური სამართალი, ჩვენთვის კი კანონზე დაფუძნებული. მათთვის ადამიანები ამომრჩევლები არიან, ჩვენთვის კი მოქალაქენი" - აღნიშნავს კალაძე.
მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ "ნაციონალური" იუსტიცია ბრმა, ყრუ და მუნჯია და ქვეყანაში არსებული რეჟიმი შეცდომებს შეცდომებზე უშვებს.
"სულ მალე ყველა თვალნათლივ დაინახავს თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლით და ერთად დგომით მივაღწევთ მიზანს და ავისრულებთ ქართულ ოცნებას" - განაცხადა ფეხბურთელმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა