"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს პარტიის ოფისში, ომისა და ძალოვანი უწყების ვეტერანებს შეხვდნენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ქრისტიან-დემოკრატებიდან" აცნობეს, ვეტერანებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს. ასევე, ისაუბრეს პრობლემებზე, დამსახურებებზე და 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
ახალგაზრდა "ქრისტიან დემოკრატებმა" ხელისუფლებას ვეტერანების არსებობა კიდევ ერთხელ შეახსენეს და აღნიშნეს, რომ ისინი წლების წინ, ბევრი შეღავათით სარგებლობდნენ.
"დღეს კი, მათი სოციალური მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ახალგაზრდები ვითხოვთ ვეტერანებს დაენიშნოთ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ასევე, ხელისუფლებამ მათი დაზღვევის ვალდებულება აიღოს"- აცხადებენ ახალგაზრდები.

















