კოლიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა ქართული ოცნებს ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მას
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯუდით გოფი, აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო, ასევე ჩეხეთის,საფრანგეთის ლიტვის და სხვა ქვეყნების ელჩები ესწრებიან.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სავარაუდოდ, საუბარი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხსაც შეეხება.

















