პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა
ქვეყანაში დიქტატურის დამყარების დამადასტურებელი ფაქტია.
როგორც "თეთრების" ლიდერი აღნიშნავს, მიუხედავად პარტიულობისა და პოზიციისა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ხელისუფლების ქმედების გამო პროტესტის გამოხატვა ყველას ღირსების საქმეა.
"მართლაც სამარცხვინოა, რომ ქვეყნის დამანგრეველმა ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა ქვეყნის მშენებელ კაცს"- აცხადებს შაშიაშვილი.
მისი თქმით, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი კაცის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ, მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ ქვეყნის ნგრევისა და დიქტატურის დამყარების დამადასტურებელ მოვლენასთან.

















