ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ქართული ოცნების" პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ივანიშვილი სამოქალაქო
რეესტრის დასკვნას გამოეხმაურება და მოქალაქეობის მიღების საკითხის ირგვლივ ყველა კითხვას გასცემს პასუხს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული განცხადება შიშსა და ტყუილზეა დაფუძნებული, რადგან ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტის შეეშინდა.
იგი განმარტავს, რომ "ქართული ოცნების" გეგმებში არაფერი შეიცვლება, ივანიშვილი კოალიციის ლიდერად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დარჩება.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

















