უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამი კომიტეტი სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს 6 აპრილს მოუსმენს.
ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები გაერთიანებული სხდომაზე ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშს მოისმენენ.
პარლამენტში წარმოდგენილი სახალხო დამცველის ანგარიში “2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 650 გვერდიანია.
ამ ანგარიშში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, საკუთრების უფლებებზე და სხვა.
კომიტეტებში განხილვის შემდეგ, გიორგი ტუღუში მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება.

















