პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ შეიძლება საქართველოს იმ მოქალაქეს ეკავოს, რომელიც იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არ შეიძლება იყოს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეცაა.
ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, „სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა”.
რაც შეეხება “საარჩევნო კოდექსს”, მის მიხედვითაც, პასიური საარჩევნო უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
„ქართული ოცნების“ პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამის მიუხედავად კოალიციის გეგმებში არაფერი იცვლება და ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ლიდერად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად რჩება.

















