logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ხმალაძე - იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია
ხმალაძე - იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია
16:56 04.04.2012
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას სამართალთან საერთო არაფერი აქვს. ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა,  კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის კომენტირებისას გააკეთა.

„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია“ - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ხმალაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა და მან იმ განცხადებასთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით წარუდგინა, საფრანგეთსაც მიმართა - საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.

ხმალაძის ინფორმაციით, ივანიშვილმა საფრანგეთისგან მიიღო საერთაშორისო კონვენციით გამყარებული პასუხი. მისივე ინფორმაციით, ამ კონვენციას საქართველოც უერთდება და ასეთივე ნორმას საქართველოს კანონიც ითვალისწინებს.

„საფრანგეთის ხელისუფლებამ ივანიშვილს უპასუხა, რომ ის დააკმაყოფილებს ივანიშვილის თხოვნას მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, მას შემდეგ, რაც საქართველო მიიღებს გადაწყვეტილებას მოქალაქედ მისი მიღების თაობაზე ან განაცხადებს თანხმობას მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ შემთხვევაში თუ მას შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა“- აღნიშნა ხმალაძემ.

მისი თქმით, ასეთივე ჩანაწერია საქართველოს კანონშიც.

„მე რომ მომინდეს მოქალაქეობიდან გასვლა და სახელმწიფოს მივმართო თხოვნით, ის მომთხოვს გარანტიას, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფო აუცილებლად მიმიღებს მოქალაქედ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უწყვეტს მოქალაქეობას პირს გარანტიის გარეშე, რათა ადამიანი მოქალაქეობის არქონის პირის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს“- განმარტა ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტის შეფასებით, ხელისუფლებამ ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და ჯადოსნურ წრეში მოაქცია.

ხმალაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომ ივანიშვილს ორმაგი მოქალაქერობის თხოვნით პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა, პოლიტიკური ეშმაკობაა, რადგან ორმაგი მოქალაქეობის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს მიანიჭოს ან არ მიანიჭოს პირს მოქალაქეობა და არანაირი მიზეზის მითითება, თუ რატომ არ ანიჭებს მოქალაქეობას, სავალდებულო არ არის.

„ცხადია, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილის მოქალაქეობა სრულიად არაკონსტიტუციურად შეუწყვიტეს, ასეთი მიმართვის შემთხვევაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება უარი იქნება“ - განაცხადა ხმალაძემ.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა