პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დეპუტატის ასაკის 25-დან 21 წლამდე შემცირებას არასწორად მიიჩნევს.
ხმალაძის განცხადებით, ბავშვი სკოლას 18 წლის ასაკში ასრულებს, 21 წლის ასაკში კი, მას უმაღლესი განათლება არა აქვს.
ხმალაძემ მოსამართლეების ასაკის 28 წლამდე შემცირების ფაქტიც გაიხსენა.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომლის თანახმად, დეპუტატის ასაკი 25-დან 21 წლამდე დაიწევს.

















