დე-ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოევა რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას აღარ საჭიროებს და კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაჰყავთ.
სააგენტო "რესის" ცნობით, ამის შესახებ ცხინვალის რაიონული საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს. მათი განმარტებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში 9 თებერვლიდან ჰოსპიტალიზებულია. ჯიოევას ინსულტი დე-ფაქტო სამართალდამცველების მიერ მის შტაბზე განხორციელებული შტურმის შემდეგ განუვითარდა.

















