"სახალხო კრებამ" დღეს აღმასრულებელი საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
კრების ინფორმაციით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის
შესახებ ერთმანეთს საკუთარი ხედვა გააცნეს.
სხდომაზე ასევე გაკეთდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი და "სახალხო კრების" ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაო შეჯამდა.
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო კრების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ახლო მომავალში გახდება.

















