საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამახვილდა ყურადღება დღეს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი
თარგამაძისა და კანადის ელჩის ჯონ ჰოლმსის შეხვედრაზე.
როგორც "ნიუსპრესს" "ქრისტიან-დემოკრატებიდან" აცნობეს, გიორგი თარგამაძემ ელჩთან საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქდმ-ს ლიდერი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, კავკასიაში შექმნილ ვითარებასა და რეგიონში საქართველოს წამყვან როლსაც შეეხო.

















