დამკვირვებლებს ევროპიდან არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მივიღებთ. ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური კოალიცია
"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ვადაზე ადრე ჩამოყვანის ინიციატივა გააცნეს.
"ჩვენს თხოვნაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდნენ დამკვირვებლები, მისი რეაქცია პოზიტიური იყო და მგონია, რომ მოვახერხეთ არა უშუალოდ არჩევნების წინ, არამედ, რამდენიმე თვით ადრე მივიღოთ დამკვირვებლები ევროპიდან" - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეს საკითხი ყურადღებით მოისმინა და საინტერესო შეკითხვები დასვა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერკი ტუომიოიასა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

















