საქართველო-ფინეთის ურთიერთობებზე გაიმართა მსჯელობა დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელსა და ფინეთის
საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოიას შეხვედრაზე.
პარლამენტში შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ თოდუა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ესტუმრა.

















