პარლამენტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აჭიანურებს.
ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
შეხვედრა აღნიშნული კანონპროექტისა და ქვეყანაში მონოპოლიებთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობის მიზნით გაიმართა.
ცაგარეიშვილის თქმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განიხილეს, მეორე მოსმენით მიმდინარე წლის თებერვალში, შემდეგ კი მისი განხილვა შეჩერდა.
დეპუტატის აზრით, მისი განხილვა იმის გამო იწელება, რომ ამ კანონპროექტით დაწესებულ ე.წ. შეზღუდვებთან არსებული მონოპოლიები შესაბამისობაში მოვიდნენ. მისი შეფასებით, ყველასთვის თვალშისაცემია, რომ მონოპოლიები არსებობს, მათ შორის ფარმაცევტიკისა და ნავთობპროდუქტების სფეროში.

















